თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა, რომელიც განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე, ადგილზე ათობით ავტობუსი და მიკროავტობუსია, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმი იმყოფება. ადგილზეა წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა.