LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს არ მივიჩნევ კანონშემოქმედად, არ ვარ ეგ ტიპი, უფრო ვეტოები მეხერხება, „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად ვიდგები, მაგრამ არა როგორც დეპუტატი“ – გიორგი მარგველაშვილი

159
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა. მისი განცხადებით, „მისი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც უნდა, რომ სამშობლოს ემსახუროს, გაერთიანება „ძლიერ საქართველოშია“.

„ბევრი მიზეზი მაქვს ამის სათქმელად. ერთი მიზეზი არის, ის, რასაც დიდი ხანია, ელოდა ქართველი ამომრჩეველი, რომ შევქმნათ რეალობა, რომელიც ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია“, – თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა საკუთარ თავს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ვერ ხედავს.

„პირადად ჩემ თავს კანონშემოქმედად არ მივიჩნევ, არ ვარ მე ეგ ტიპი. ყველა თავის ბუნებრივ სანგართან უნდა დადგეს ამ ბრძოლაში. მე, კანონთან მიმართებაში თუ მკითხავთ, უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული. მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ვგრძნობ გამარჯვების ემოციას, არა წარმატების, არამედ – გამარჯვების. გამარჯვება არის საბოლოო, რითაც საბოლოოდ გადავტეხთ ამ მოღალატეობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g