LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან… ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს, ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა” – „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ხელისუფლებას

235
თამარ ჩუგოშვილი თამარ ხულორდავა

„უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფასადია – თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან!“ – აღნიშნულ მიმართვას სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ავრცელებს.

ხულორდავას შეფასებით, ხელისუფლებას აქვს უკანასკნელად შანსი სწორ მხარეს დადგეს.

„უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან, რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.

ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან!

საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ” – წერს სოციალურ ქსელში ხულორდავა.

სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც.

ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართავს და წერს, რომ ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს:

„ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს.

„ქართული ოცნების” დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.

თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო „მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს.

ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა“ – წერს თამარ ჩუგოშვილი.

ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს. ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ….

Posted by Tamar Chugoshvili on ხუთშაბათი, 23 მაისი, 2024
magti 5g