LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია“ – რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის დათმობაა? აბა, უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს, თავზე ბომბები გვეყრებოდეს?“ – ვოლსკი პრეზიდენტზე

185
fot

პრეზიდენტი თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია” – რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის დათმობაა? აბა, უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს ბომბები გვეყრებოდეს თავზე? – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს რუსეთთან მიმართებით არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ დათმობის პოლიტიკა აქვს და არ არსებობდა არანაირი საბაბი ფრენების აღდგენისთვის.

მედიის ცნობით, მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება

გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს ობიექტურობის სურვილს ვერ ატყობს.

„ძალადობა შიშის და სისუსტის პირველი ნიშანია – არ შეიძლება ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა, ზოგჯერ მძაფრი, გაუმართლებელი, უხეში… თუ ვერ მოისმენ გაატარე“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება გქონდეს მისწრაფება, გახდე EU-ს წევრი და ყოველ მეორე დღეს EU-ის ელჩს ლანძღავდე.. რეალური მშვიდობა და უსაფრთხოება არის ჩვენი გაერთიანება ევროკავშირსა და NATO-ში

„რასაკვირველია, არ ვიზიარებ მის პოზიციას, უკრაინის შემდეგ არ მეგულება ისეთი ქვეყანა, რომელიც ასეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, როგორც საქართველო, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. მოწოდება და პოზიცია, რომ საქართველო უნდა შევიდეს მეტ დაპირისპირებაში რუსეთთან ეკონომიკური იქნება ეს თუ სამხედრო, ეს არის წინდაუხედავი პოზიცია, რომელსაც მათ შორის, პრეზიდენტი სიამოვნებით მიჰყვება და თავს წარმოაჩენს „უფრო მეტ კათოლიკოსად ვიდრე რომის პაპია“. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, რას ჰქვია სტრატეგიული მოთმინება არ არის და სხვა რამეა – დათმობაა? აბა, როგორი უნდა იყოს? უნდა იყოს აკრძალვა ფრენების, სანქციების დაწესება და უნდა წავყვეთ გიჟურ წინადადებას, რომ სჯობს ბომბები გვეყრებოდეს თავზე, ვიდრე ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში, როცა არ ვმონაწილეობთ საომარ მოქმედებებში? რომელი პოლიტიკა და პოზიციაა მისი გაგებით სწორი? ვფიქრობ საკითხებზე, რომელზედაც პრეზიდენტი იჩემებს, რომ აქვს კომპეტენცია, გადახედვას საჭიროებს მისი გუნდის მხრიდან, თუკი სურვილი აქვს, რომ ობიექტური იყოს. ასეთ სურვილს პრეზიდენტს ვერ ვატყობ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და აღნიშნა, რომ „ამ საკითხზე პრეზიდენტის არგუმენტები, სამეზობლოში რომ კამათია გარკვეულ თემაზე, იმას დაემსგავსა“.

„გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე..“ – სალომე ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g