LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავზე დამემხო ცხოვრება.. მარტო დამტოვე და ფრთებიც დამამტვრიე“ – კახა მეტრეველის ინფორმაციით, მისი მეუღლე, ცნობილი ექიმი ნინო აბაშიძე გარდაიცვალა

1044
Untitled design (1)

ცნობილი ექიმი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო აბაშიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი მეუღლე კახა მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

„💔💔 მეხი დამეცა და თავზე დამემხო ცხოვრება, რომელსაც 33 წელი ვქმნიდით და ვაშენებდით. ჩვენ ხომ შევპირდით ერთმანეთს, რომ სულ ერთად გავწევდით ჭაპანს, მაგრამ მიღალატე, მარტო დამტოვე და ფრთებიც დამამტვრიე. რატომ ნინო? ჩემო სიყვარულო და უერთგულესო თანამესაყდრე 💔💔“, – წერს კახა მეტრეველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები