LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაზო დათუნაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილების გადავადებაზე: „ეს ადასტურებს, რომ ჯერ ხომ უმძიმესი ვითარება გვაქვს ფასებთან მიმართებით, უახლოეს თვეებში კი მოლოდინები არის კატასტროფული“

123
თაზო დათუნაშვილი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ეხმაურება სემეკის სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული ცვლილება სამი თვით გადავადდა.

თაზო დათუნაშვილის სიტყვებით, „გადავადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფასებთან მიმართებით უმძიმესი ვითარება გვაქვს და უახლოეს თვეებში ინფლაციაზე მოლოდინები კატასტროფულია“.

„ქართული ოცნების“ მთელი ეს ამბავი, რატომაც დაიწყო ფასებზე გაუთავებლად საუბარი, არის ის ცუდი მოლოდინები, რომელიც უახლოეს თვეებში ფასებთან მიმართებით არსებობს. უახლოესი პირველი კვარტლის განმავლობაში, მოლოდინია, რომ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება პროგნოზირებად ნიშნულზე ზემოთ. ეს ნიშნავს, რომ ტარიფები, ფასები ყველაფერზე გაიზრდება.

დენის გადასახადი, რომელიც დამატებითი ფაქტორი იქნებოდა ფასების გასაზრდელად, 3 თვით გადაავადეს. უკვე ატყობენ ძალიან სენსიტიურ თემაში შევიდნენ თვითონაც, ეს სპირალი გააქტიურებულია. 3 თვით რომ შეღავათს ნახავს საქართველოს ყველა მოქალაქე, ეს კარგია. ეს გადავადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯერ ხომ უმძიმესი ვითარება გვაქვს ფასებთან მიმართებით და უახლოეს თვეებში ინფლაციაზე მოლოდინები არის კატასტროფული, რადგან ფისკალურ პოლიტიკას ოროსნები აკეთებენ“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული დაგეგმილი ცვლილებები სამი თვით გადავადდა. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს სხდომაზე გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g