ხანდაზმულთა სახლი “სახლი საზღვრებს გარეშე”გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარეობს. თავშესაფრის მოხუცებმა საახალწლო სურვილები დაწერეს, რომელიც ხანდაზმულთა სახლის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:
“მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი თავშესაფრის ხანდაზმულებმა თავიანთი საახალწლო სურვილები დაწერეს… ამ პატარა სურვილების ასრულებაც კი ძალიან გაახარებს ჩვენი სახლის ბინადრებს” – წაიკითხავთ პოსტში, რომელსაც ფოტოები აქვს დართული.
მიშა პაპა, 83 წლის: “შვილებმა მიმატოვეს, საახალწლოდ მინდა “კაკუჩა” ანუ ხელჯოხი და თბილი ქუდი.
სანდრო პაპა, 81 წლის: “საახალწლოდ ვისურვებდი თბილ შარვალს და ქუდს, ასთმა მაქვს”.
ინგა, 87 წლის: “შვილები არასოდეს მყოლია. პომადა, სახის მკვებავი კრემი და თბილ ქუდს ვისურვებდი საახალწლო საჩუქრად”
სოციალურ ქსელში ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან ბევრი აღმოჩნდა მსურველი საახალწლო სურვილები აუსრულონ მოხუცებს.