LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს განსხვავებულად აღვნიშნავთ: დღეს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – რა პრობლემებია საქართველოში

161
1493559-510215095793164-8262690150951556044-o

1990 წლის პირველი ოქტომბრიდან, მსოფლიო ხანდაზნულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ეს დღე ხანდაზმულ პირთა დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლას ეძღვნება.

გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ 1990 წლის 14 დეკემბერს 45/106 რეზოლუციით, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1 ოქტომბერი გამოაცხადა. საქართველო კი ოფიციალურად 2006 წლიდან აღნიშნავს.

 

ქვეყანაში ამ დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ მოხუცებულთა პანსიონს „ჩემი ოჯახის“ დამფუძნებელს მაია ახალაძეს დაუკავშირდა. როგორც ჩვენთან საუბრისას ქალბატონი მაია აცხადებს, ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გამო, წლევანდელ ღონისძიებას სხვა სახე მიეცემა. მოხუცები ამ დღეს პანსიონატში, საზეიმო ვითარებაში აღნიშნავენ. მათივე უსაფრთხოებისთვის და რეგულაციების გათვალისწინებით, წელს მათთან სტუმრიანობა ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ ოჯახურ გარემოში მოუწევთ ამ დღის აღნიშვნა.

დღეისათვის ქვეყანაში, ხანდაზმულ პირთა დაცვის კუთხით, კვლავაც მრავალი გამოწვევა არსებობს. ასაკოვან პირთა უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, ადაპტირებულ გარემოზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც ისინი, სიცოცხლისათვის არაერთი მნიშვნელოვანი რისკის არსებობის წინაშე დგანან, როგორიცაა: სიღარიბე, უსახლკარობა და იზოლაციის საფრთხე. მათ მიმართ ხშირად, ასაკის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს აქვს ადგილი.

 

საქართველოში, 2020 წლის მონაცემებით, 65 წელს ზევით პირთა სტატისტიკა ასეთია:

სულ – 578 279

ქალი – 349 739

მამაკაცი – 228 540

 

პოპულალურები