ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.
3 958 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 3 531 პაციენტი
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა,
აჭარა – 417,
იმერეთი – 537,
ქვემო ქართლი – 190,
შიდა ქართლი – 137,
გურია – 78,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 159,
კახეთი – 140,
მცხეთა-მთიანეთი – 89,
სამცხე-ჯავახეთი – 40,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 762, აჭარაში – 1 048, იმერეთში – 1 226.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 147, იმერეთში – 201. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 60, იმერეთში – 41.
3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 – თბილისში, 1 988 – აჭარაში, 316 – იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში – 26.
სულ 6 ოქტომბრიდან – 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 17 419 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 563 პირი, აჭარაში – 14 449, იმერეთში – 5 280“.