LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-აშხაბადის მიმართულებით რეგურალური ფრენები იწყება

88

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებით ფრენები იწყება.  ამის შესახებ დღეს „ტავ ჯორჯიასა“ და Turkmenistan Airlines წარმომადგენლებს შორის გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე გადაწყდა.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. მოლაპარაკებების შედეგად, სექტემბრიდან Turkmenistan Airlines აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის მიმართულებით რეგურალურ ფრენებს იწყებს. რეისები კვირაში ორჯერ, ბოინგ 737-800 ტიპის ავიახომალდით განხორციელდება.

ცნობისთვის, Turkmenistan Airlines 1992 წელს დაფუძნდა და დღეისათვის რეგულარულ რეისებს 11 ქვეყნის 15 სხვადასხვა ქალაქში ახორციელებს. ავიაკომპანიის მფლობელობაში 30-მდე სხვადასხვა ტიპის ავიახომალდი შედის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g