6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.