LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ იოსელიანი: „აგვისტოდან თბილისი–ბათუმის რეისი 4 საათამდე მცირდება. უახლოეს მომავალში ახალი მატარებლები დაემატება თბილისი–ქუთაისისა და თბილისი–ახალციხის მიმართულებებს“

483
თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის შეფასებით, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმები და ტრანსფორმაცია მომდევნო ორ წელიწადში სრულად შეცვლის საქართველოს რკინიგზას – გახდის მას სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სისტემად, რომელიც მზად იქნება გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად.

„საქართველოს რკინიგზა ახორციელებს მთავარი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რას იმას ნიშნავს, რომ როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მიმართულებით საგრძნობლად შემცირდება ქვეყნის გადაკვეთის დრო. სამგზავრო მიმართულებაზე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით აგვისტოდან შევძლებთ, რომ თბილისი-ბათუმის რეისზე, 5.5 საათის ნაცვლად, 4 საათში შევძლოთ ბათუმში ჩასვლა“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, მიმდინარეობს ასევე თანამედროვე ელექტრონული სისტემების დანერგვა.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, რკინიგზას დაემატება ახალი რეისები, მათ შორის თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ახალციხის მიმართულება ახალ შემადგენლობებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სამგზავრო დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე განახევრდება და 6-დან 3 საათამდე შემცირდება.

რაც შეეხება სატვირთო მიმართულებას, მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს რკინიგზის ტრანსფორმაცია.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს რკინიგზაში მსგავსი ინვესტიცია პირველად ხორციელდება, რაც თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი შუა დერეფანში“, – აღნიშნა თამარ  იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g