LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზა დაიტბორა

118

გურიაში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვი ნალექის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზების ზოგიერთი ადგილი ხეებითა არის ჩახერგილი. გურიის პოლიციის დეპარტამენტის და გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავებაში ეხმარებიან და შესაბამის სამსახურებთან ერთად, საავტომობილო გზების გაწმენდაში აქტიურად არიან ჩაბმული.

ძლიერი წვიმის გამო დროებით შეფერხებული იყო ავტომობილების გადაადგილება, თუმცა ამ დროისათვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი. გურიის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g