LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი და ბათუმი მსოფლიოს იმ 100 ქალაქს შორის დასახელდა, სადაც გემრიელი კერძების მირთმევაა შესაძლებელი

170
11

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas საკუთარი 271 819 მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე იმ 100 ქალაქის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გემრიელი კერძების მირთმევაა შესაძლებელი.

საინტერესოა, რომ რეიტინგის პირველი სამი ადგილი იტალიურმა ქალაქებმა რომმა, ბოლონიამ და ნეაპოლმა დაიკავეს. ათეულში ასევე მოხვდნენ: ვენა, ტოკიო, ოსაკა, ჰონგ კონგი, ტურინი, გაზიანთეფი და ბანდუგი.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეებმა საქართველოს დედაქალაქი და ქალაქი ბათუმიც გამოარჩიეს. მათ თბილისს რეიტინგში მე-17 ადგილი მიაკუთვნეს და გასინჯულ კერძებს შორის ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხაში გამოარჩიეს, ბათუმს კი 83-ე ადგილი ერგო აჭარული ხაჭაპურის, ხინკლის, აჯიკისა და ჩიხირთმისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები