LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ენერჯი“ – „ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი ჩართულია 65%“

132
გაზმომარაგება

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 08:00 საათიდან განახლდა.

კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი ჩართულია 65 %.

„კომპანიის მთელი რესურსი სრულად მიმართულია გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოებზე.

გაზმომარაგების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. განახლებებს პერიოდულად მოგაწვდით“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

📣 ქსელიდან გათიშული აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა დილის 8 საათიდან განახლდა. კომპანიის მთელი…

Posted by თბილისი ენერჯი • Tbilisi Energy on სამშაბათი, 11 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g