LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს

339
გაზი

„თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური 500 მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე -საბურთალოს ამარაგებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.

„ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g