კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, მოგზაურებს თბილისის მონახულებას ურჩევენ. სტატიას, სახელწოდებით Travel After Coronavirus: The Lesser-Known European Cities To Visit, ცნობილი სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip აქვეყნებს, რომელიც საქართველოს დედაქალაქზე და ასევე ევროპის კიდევ 5 ქალაქზე წერს, რომელთა ნახვასაც საკუთარ მკითხველს კორონავირუსის ჩავლის შემდეგ ურჩევს.
„თბილისს უნიკალური გეოგრაფიული და კულტურული მდებარეობა აქვს. ის გამოირჩევა საბჭოთა, მოდერნისტული შენობებით, ეკლესიებით და შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით. ეს არის ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ მოდაზე,“ – წერს The Culturetrip.
აღსანიშნავია, რომ თბილისთან ერთად, პანდემიის ჩავლის შემდეგ მოსანახულებელი ქალაქების სიაში მოხვდნენ: ბელგრადი, ტირანა, გდანსკი, კორბოდა და გოტენბერგი.
