უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით რეისებს 31 იანვრიდან განაახლებს.
როგორც სააგენტო “ავიანიუსი” იუწყება, კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე FlyUIA კვირაში ორი სიხშირით მოახდენს ოპერირებას. ფრენები კიევი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე ყოველ შაბათს და ორშაბათს შესრულდება:
რეისი PS 517 კიევი (KBP) 20:30 საათი – თბილისი (TBS) 01:15 საათი.
რეისი PS518 თბილისი (TBS) 07:00 საათი – კიევი (KBP) 08:05 საათი.
შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოს ცა რეგულარული ავიამიმოსვლისთვის იხსნება.