თბილისიდან აშშ-ში გადაფრენა გაიაფდა. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისი-ნიუ იორკის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ავიაბილეთების გაყიდვა 17 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა – 20 მაისამდე პერიოდში. თბილისი-ნიუ იორკი-თბილისის ავიაბილეთების ღირებულება 460 ევროდანაა. ბილეთის ფასი მოიცავს აეროპორტების მოსაკრებელსაც.
აღსანიშნავია, რომ თბილისიდან ნიუ იორკისკენ ფრენები კიევის გავლით ხორციელდება.