LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-პრაღის ორმხრივი ბილეთი 200 ლარად

86

„ერთგული ბარათის” მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, თბილისი-პრაღის ორმხრივი ბილეთი მხოლოდ 200 ლარად შეიძინონ.

როგორც ”ფორტუნას” „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ბილეთების შეძენა 23 ივნისიდან 30 ივნისამდეა შესაძლებელი, ხოლო მგზავრობის პერიოდია 23 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

„აქციაში „თიბისი ბანკის“ შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული: ერთგული ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი) და პრაიმ ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი). ბარათის მფლობელს ერთდროულად ორი ბილეთის შეძენა შეუძლია, აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს. თუმცა, რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ“, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, აქცია მოქმედებს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთებზე, რომელიც პრაღის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ ახორციელებს, ყოველ სამშაბათს და პარასკევს.

როგორც ”თიბისი ბანკში” აცხადებენ, ბილეთების „ერთგული ბარათით“ შეძენისას, მომხმარებლები დააგროვებენ „ერთგულ ქულებს“, რომელსაც მათი სურვილისამებრ დახარჯავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g