LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-ბათუმის ავიაბილეთი 213 ლარი ღირს

164
105411272-4011690015572438-5503853891570324974-n

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 26-28 ივნისს თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს განახორციელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ავიაბილეთის ღირებულება 213 ლარია (ერთი გზა).

„ჯერ კიდევ არ გაქვთ დაგეგმილი მომავალი უიქენდი? ბათუმზე ან თბილისზე რას იტყოდით? ჩვენი რეისები დაგეგმილია 26 და 28 ივნისს! თქვენთვის კი განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს: ერთი გზა 213 ლარად, ფასი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებლებს. შეიძინეთ ბილეთი ახლავე ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ან გაყიდვის ოფისებში!“ – აცხადებენ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები