LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 23 პირიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

55
შსს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 23 პირიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაცია ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, 3 პირი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი., რომელთა სასამართლო სხდომაც უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g