თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეების მიერ დაშავებული ჟურნალისტები გვიან ღამემდე გამოკითხვაზე იყვნენ. მედიის წარმომადგენლებმა დეტალურად გაიხსენეს მათზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.
ძალადობრივმა ჯგუფებმა “რუსთავი 2-ის” 7 თანამშრომელს სცემეს, დაუმტვრიეს კამერები, ესროდნენ ქვებსა და ბოთლებს, აგინებდნენ.
“მთავარი არხის” ჟურნალისტის ირაკლი ბახტაძის განცხადებით, სამართალდამცავებს ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რომლითაც შესაძლოა დაადგინონ ის პირები, რომლებიც გუშინ ჟურნალისტებზე ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
ძალადობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.