LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-რუსთავის სამარშურტო ხაზის მძღოლთა ნაწილი სამუშაოდ არ გავიდა

31

რუსთავი-თბილისის სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსები დღეს სამუშაოდ აღარ გავიდნენ.

როგორც მძღოლები აცხადებენ, საწვავის ფასის ზრდამ მათ ყოველდღიური ხარჯი გაუზარდა, რის გამოც, გეგმის შესრულებას სამი დღეა, ვერ ახერხებენ. კომპანია „ინტერტრანსმა” კი მათ მანქანების გაჩერება მოსთხოვა.

ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მძღოლებთან გარკვეულ პირობებზე უკვე შეთანხმდნენ და ისინი ხაზზე ეტაპობრივად გავლენ.

მათი განმარტებით, მძღოლებს ზაფხულში შეღავათიანი დღიური გადასახადი ჰქონდათ და მათ ზამთრის ტარიფზე დაბრუნება არ ისურვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები