პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი სექტემბერში ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ ერთ ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. 12 სექტემბრის გარდა, რეისი შესრულდება 26 სექტემბერსაც. აღნიშნული ჩარტერული ავიარეისიც არის გამყვანი და LOT-ი მგზავრებს მხოლოდ თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-ვარშავას რეისზე ავიაბილეთის ღირებულება 1400 ლარია და ფასი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს – 20კგ და 5კგ ხელბარგს. ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ასევე შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა. ინფორმაციას LOT Travel LTD – Georgia ავრცელებს.
პოლონეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე https://strazgraniczna.pl/…/8578,Outbreak-of-coronavirus-ru