LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან 40 წუთის მანძილზე, ამერიკული სტანდარტის ეკოტურისტული სივრცე მოეწყობა

88
shutterstock-505318993

საქართველოს მთავრობის პროექტის – „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა“ ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის განვითარება იგეგმება, რომელსაც საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით განახორციელებს.

მასშტაბური პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში, საქართველოში პირველად, ამერიკული სტანდარტის შესაბამისი ეკოტურისტული სივრცე მოეწყობა 300 კმ-მდე სიგრძის ეკოტურისტული ბილიკების ქსელითა და თანმდევი ინფრასტრუქტურით – ვიზიტორთა ცენტრი, 3 ტურისტული კოტეჯი, საპიკნიკეები. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება 200-მდე დასაქმებული პირი, პროექტის დასრულების სავარაუდო დრო 2 წელია.

თბილისიდან 40 წუთის მანძილზე შექმნილი ახალი სივრცე ბუნებაში დასვენებისა და ლაშქრობის მოყვარულებს მრავალფეროვანი, საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობის საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი თბილისის ეროვნულ პარკს კიდევ უფრო პოპულარულს და მიმზიდველს გახდის. გაიზრდება ტურისტული პოტენციალი, რაც დადებითად აისახება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი, 700 მილიონიანი პროექტის – „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ თბილისის ეროვნული პარკის გარდა, თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g