თბილისიდან პარიზის, ბარსელონას, ბერლინის, ბრიუსელის და ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპის 5 უმსხვილესი ქალაქისკენ ფრენას 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.
როგორც ”ფორტუნას” Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა მჭედლიშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია ფრენები რა სიხშირით შესრულდება, ასევე უცნობია ავიაბილეთის ღირებულებაც.
”აღნიშნული მიმართულებებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, საზოგადოების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო გადაწყვიტეთ. ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ქალაქებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე. ამიტომ, გაზაფხულიდან ჩვენი მგზავრები უკვე შეძლებენ მარტივად და კონფორტულად იმგზავრონ. ამასთან განიხილება სხვა მიმართულებების დამატება, რომლებსაც მალე დავაანონსებთ”, – აღნიშნა ბექა მჭედილშვილმა.
შეგახსენებთ, 2017 წლის გაზაფხულზე Georgian Airways-მა პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ლონდონისა და პრაღის მიმართულებითაც დაიწყო.