LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან აშშ-ს რამდენიმე მიმართულებით ავიაბილეთები გაიაფდა და 549 ევროდან იწყება

132
bd719018-72be-42ec-937d-e649ca8f9a37-IMAGE-0004

თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ მომხმარებელს საშემოდგომო აქციას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანიის ინფორმაციით, 8 ნოემბრამდე ბილეთის შეძენის შემთხვევაში, გთავაზობთ სპეციალურ ფასს აშშ-ს რამდენიმე მიმართულებით.

„ორმხრივი მოგზაურობის ფასი ბოსტონის, ვაშინგტონის, ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს, სან-ფრანცისკოს, ატლანტას და დალასის მიმართულებით, 549 ევროდან (ექვივალენტი ლარში) იწყება“, – აცხადებენ “თურქეთის ავიახაზებში”.

მათივე ცნობით, ფრენები სტამბოლის აეროპორტის გავლით, 1 ნოემბრიდან 31 მარტამდე არის შესაძლებელი. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: www.turkishairlines.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g