COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციებისა და ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, Georgian Airways ნოემბერში ფრენების შემცირებაზე აცხადებს. ავიაკომპანიამ უკვე დაგეგმილი შემდეგი რეისები გააუქმა:
22 ნოემბერი – თბილისი-ვენა-თბილისი
18, 25 ნოემბერი – თბილისი-ბერლინი-თბილისი
13, 20, 27 ნოემბერი – თბილისი-პარიზი-თბილისი
“დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: [email protected] , [email protected]. ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისთვის!”, – წერია Georgian Airways-ის განცხადებაში.
