ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს. საქართველოში Air Cairo-ს გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელის” ინფორმაციით, Air Cairo შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2 იანვრიდან შეუდგება. რეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირა დღეს შესრულდება.
შეგახსენებთ, ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია წლების მანძილზე ფრენებს, თბილისის მიმართულებით, შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.