LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა: არის მსხვერპლი

210
თურქეთი-1

თურქეთში, თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ილგაზის რაიონში მოხდა. ავტობუსი სატვირთო ტრაილერს შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 1 ადამიანი, 22 კი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან 4-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. როგორც ცნობილია, ტრანსპორტში 31 მგზავრი იჯდა, მათი უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ანკარასა და სტამბოლში საქართველოს საკონსულოები  ინფორმირებულები არიან. მათივე ცნობით, დაღუპული თურქეთის მოქალაქეა, ასევე მძიმედ დაშავებულებს შორის, სამი თურქეთის მოქალაქეა. რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g