LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი არაფერს ედავება, საქართველო არაფერ შუაშია: მინდია ლავასოღლის ოჯახი კონსულთან შეხვედრას ითხოვენ

474
7469882029284325171916673508756953893437440o

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან თურქეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. საელჩოსთან შეკრებილი ოჯახის წევრები და ახლობლები კონსულთან შეხვედრას და განმარტებების მოსმენას ითხოვენ, თუ რატომ არის დაკავებული ლავასოღლი. ახლობლების ცნობით, საქართველოს მოქალაქე უკვე ერთი წელია პატიმრობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ლავასოღლის გათავისუფლებას ითხოვენ.

კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ადვოკატი რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავების მიზეზები მათთვის გაუგებარია და ამ დრომდე არც ერთი მხარის მიერ განმარტება არ მოუსმენიათ.

„მინდია ლავასოღლი თავდაპირველად ექსტრადირების საფუძველზე დააკავეს. საქართველოს მხარე გადმოცემას ითხოვდა, თუმცა ლავასოღლის ექსტრადირება საქართველოში არ მომხდარა. ერთი დღით გამოუშვეს და მერე ისევ დააკავეს. კვლავ დაკავების მიზეზი რა გახდა, ჩვენთვის უცნობია. ოფიციალურად თურქეთის რესპუბლიკა არანაირ სამართალდარღვევას ან კრიმინალურ დანაშაულს არ ედავება. ე.წ. საექსტრადაციო ციხეში ჰყავთ უკვე ერთი წელია, თუმცა გაუგებარია რა მიზეზით. ქართული მხარის თქმით, ისინი არაფერ შუაში არ არიან. თურქეთის საკონსულოს განმარტებით კი, მათ არანაირი ინფორმაცია არა აქვთ, თუ საქართველოს მხარე დაკავებულის გათავისუფლებას თხოვს, ისინი გამოუშვებენ ლავასოღლის. ჩვენ კონსულისგან ველოდებით დამატებითი ინფორმაციის მოსმენას, მისგან ოფიციალური პასუხი გვაინტერესებს“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი" გაათავისუფლეს

საქართველო თურქეთიდან მის ექსტრადირებას ითხოვდა.

ლავასოღლის მეტსახელით ცნობილი კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე საქართველოს მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის დამნაშავედ 2017 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.  პროკურატურა მას კანონიერი ქურდობას, 2015 წლის 24 თებერვალს ჟურნალისტზე მუქარასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ედავებოდა. 2018 წლის 18 ივლისს უწყებამ ლავასოღლის კიდევ ერთი ბრალდება წაუყენა: ქურდული სამყაროს წევრობა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობა. ტრაბზონის პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გასული წლის ოქტომბერში დააკავა.

მხარდამჭერებისა და ადვოკატის მტკიცებით, მინდია ლავასოღლი თურქეთის რესპუბლიკაში უკანონო პატიმარია, ამიტომაც ისინი კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას მოითხოვენ.