LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინსკიდან “ლავასოღლის” ჩამოყვანას პენიტენციური სამსახური უარყოფს

113
BeFunky-collage (79)

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით ეხმაურება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს გუშინ, მინსკიდან კანონიერი ქურდის ექსტრადირება მოხდა. თეა წულუკიანის უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, ხოლო ფაქტი მორიგი სიცრუეა.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს 2020 წლის 16 აგვისტოს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარი აქცენტების” წამყვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გუშინ საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” ექსტრადიცია განხორციელდა. ეს არის მორიგი სიცრუე, რასაც ზემოთხსენებული სატელევიზიო არხი ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინსკში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

რაც შეეხება ოფიციალურ ვერსიას  ე.წ. “გასაიდუმლოებულ რეისთან” დაკავშირებით, თბილისი-მინსკის რეისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და განმარტა, რომ სამთავრობო თვითმფრინავით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისარგებლა. უწყების განცხადებით, ბელარუსში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების გამო, ელჩი სამშობლოში დაბრუნდა.

მინსკში ვინ იყო, თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა: პრეზიდენტი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები