LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე. წ. კანონიერ ქურდს- ლავასოღლის პატიმრობა მიუსაჯეს

225
qurdi

10 წლიანი პატიმრობა ე. წ. კანონიერ ქურდს – მინდია ლავასოღლის- ბათუმის სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა.

პროკურატურის ინფორმაციით, მას პატიმრობა „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით მიესაჯა.

უწყების ცნობით, ლავასოღლი საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, ელექტრონულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბათუმში, ქურდული სამყაროს წევრების ერთობას მართავდა.

მასთან ერთად ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ სხვა პირებიც ცნო. რაც შეეხება ლავასოღლის, ის მიმალვაში იმყოფება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები