Condor Airlines ფრანკფურტი – თბილისი მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
რესიები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ტიპის ხომალდებით შესრულდება.
ავიაკომპანია მგზავრებს, ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში.
Condor Airlines 1955 წელს, ფრანკფურტში დაარსდა. ავიაკომპანია გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში, დღეისათვის, 50 საჰაერო ხომალდია.