თბილისიდან ყაზახეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები ბრუნდება. ინფორმაციას ,,ავიაქსელი” ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines განახორციელებს.
იანვრის თვის რეისები შესრულდება ყოველ ხუთშაბათს. მიმართულება: თბილისი–აქტაუ–თბილისი, რეისები: 7; 14; 21; 28 იანვარი.
აღსანიშნავია, რომ აქტაუს გავლით ასევე შეგიძლიათ ყაზახეთის ისეთ ცნობილ ქალაქებში მოხვდეთ, როგორებიცაა : ნურსულთანი (ასტანა), ალმათი, ატირაუ, შიმკენტი, აქტობე, ურალსკი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 32 2 999 888