LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მე-15 საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

საბავშვო-ბაღიიიი

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც ბაღების სააგენტოში რადიო “ფორტუნას” განუცხადეს, უსიამოვნო სუნი სამრეცხაოში და ტრაპეზის ოთახში იგრძნობოდა, რის გამოც ბავშვები სხვა ოთახებში გადაიყვანეს.

“საბავშვო ბაღის იმ ოთახებში, სადაც ტრაპეზი და სამრეცხაოა და შესაბამისად, კანალიზაცია, ამოვიდა მძაფრი სუნი, თანამშრომლებმა აღიქვეს, რომ ეს იყო აცეტონის სუნი. ბავშვები გადაიყვანეს იმ ოთახაში, სადაც სუნი არ იყო და მშობლებს დავურეკეთ, რომ წაიყვანონ ბავშვები,” – განუცხადეს ბაღების სააგენტოში “ფორტუნას”.

შსს-ს ინფრომაციით, ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობით, ხორციელდება გამოკვლევა, რამ გამოიწვია არასასიამოვნო სუნი. შსს-ს განცხადებით, იმ შემთხევვაში თუ რაიმე სახის დარღვევა გამოიკვეთება, საქმეზე გამოძიება დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g