LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 6 რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – „თელასი“ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს

249
შუქი

დიდუბის, სამგორის, კრწანისის, გლდანის, მთაწმინდის და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზად კომპანია „თელასი“  გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის  მასივის I, VI კვარტლების, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და თევდორე  მღვდლის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, სამგორი-II დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის    ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და საქნავთობის დასახლების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების, სადგურის, ჯაფარიძის, ორთაჭალის, კრწანისის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის,  გმირ კურსანტთა და ბატონიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  კოჯრის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე   მეურნეობის, დავით მგელაძის, შერვაშიძის, ძმები ხერხეულიძეების, ხუდადოვის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ჟორდანიას და კვარაცხელიას ქუჩების მოსახლეობას“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g