შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
დაპირისპირება ორ მე-11 კლასელს შორის, გაკვეთილის მიმდინარეობისას, დღეს დილით მოხდა. ფაქტზე მანდატურმა რეაგირება მოახდინა და პოლიციას შეატყობინა. ადგილზე პოლიციასთან ერთად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურიც იმყოფება.