LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა

324
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ყველა ლოკაცია მზადაა წარმომადგენლობითი ღონისძიების ჩასატარებლად. 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე, საიუბილეო ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. გახსნითი პანელი – მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის მონაწილეობით გაიმართება.  

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება.

22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს, ფორუმის ფარგლებში, შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

2025 წლის ღონისძიების სლოგანია „Invest in Connectivity – Grow in Stability“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g