LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტის მიმდებარედ მაღალტექნოლოგიური ქარხანა შენდება

109

ისრაელის წამყვანი მაღალტექნოლოგიური კორპორაცია „Elbit Cyclone“ საქართველოში ანალოგიური პროფილის ქარხანას საქართველოშიც აშენებს.

ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისგან დამზადებული დეტალები, მისი მომხმარებლები კი სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის წამყვანი წამომადგენლები Boeing, Airbus, Bombardier და სხვები იქნებიან. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

აღნიშნულ პროექტს „Elbit Cyclone“-ი საქართველოს საპარტნიორო ფონდთან“ პარტნიორობით ახორციელებს.

ქარხანა საქართველოში 2017 წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე, ის 60 სპეციალისტს დაასაქმებს, თუმცა საბოლოოდ დაგეგმილია, რომ 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი 300 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, სადაც ადგილობრივი პერსონალი დასაქმნ ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერიმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოში საწარმოს მშენებლობის პროექტი წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამჟამად უკვე დასრულებულია ქარხნის ტექნიკური დიზაინი და აღჭურვილობის სპეციფიკაცია. უახლოეს მომავალში საწარმოსთვის მანქანა-დანადგარების მიწოდების პროცესი დაიწყება.

“სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის ერთერთმა მსხვილმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, შეუკვეთოს ქართულ საწარმოს პირველი პროდუქცია,”- განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-თან ერთად სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების  მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა.

ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა „Elbit Cyclone“-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g