LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტს ახალი სამიმოსვლო ბილიკი ემატება

78
Untitled

თბილისის აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა, დაახლოებით, 3 თვეში დასრულდება, – საკითხზე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა.

თეა ზაქარაძის თქმით, აღნიშნული პროექტი მსხვილი ავიაგადამზიდებისთვის მნიშვნელოვანია. „TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამიმოსვლო ბილიკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დაახლოებით, 3 თვეში დასრულდება. შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება დამატებითი სამიმოსვლო ბილიკი და მოსაბრუნებელი მოედანი. ეს ძალიან დიდი კომფორტია დიდი სატვირთო გადამზიდავებისთვის, რომლებიც საკმაოდ დიდი საჰაერო ხომალდებით ოპერირებენ“, – ამბობს ზაქარაძე.

მისივე ინფორმაციით, დამატებითი სამიმოსვლო ბილიკით ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g