LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტში „დანკინ დონატსის“ რესტორანი გაიხსნა

127

„დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში მორიგ რესტორანს ხსნის.

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორ “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 18 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში. 2018 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში „დანკინ დონატსის“ კიდევ 3 რესტორანს გახსნის. შესაბამისად, ამიერიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს უკვე რვა სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი მოემსახურება. „დანკინ დონატსის“ ახალ რესტორანში 30 ადამიანი დასაქმდა.

„დანკინ დონატსისთვის“  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში რესტორნის გახსნა განვითარების ახალი ეტაპია. ჩვენს ქვეყანაში სახეზეა ტურისტული ნაკადების ზრდის სწრაფი ტემპები, საერთაშორისო რეისების მატება და ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციები ამ კუთხით. ამ ყველაფერს ადგილობრივი ბიზნესი პასუხობს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნით და ჩვენი ახალი რესტორანიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 2017 წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს კომპანიაში, გაყიდვების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეადგინა თითქმის 28%, რაც სტიმულს გვაძლევს კიდევ გავაფართოვოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. ჩვენი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდი იმ უამრავ ადგილობრივ მომხმარებელსა თუ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. საერთაშორისო აეროპორტში ახლადგახსნილ „დანკინ დონატსის“ რესტორანში ტრადიციულად შეთავაზებაში გვექნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით სრულიად გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი როგორც ქართული, ასევე უცხოური სამზარეულოდან, თბილისში დონატების ჩვენს კუთვნილ ქარხანაში დამზადებული ყოველდღიურად ახალი დონატების ნაირსახეობა და ფრანგული წარმოების ფუნთუშეული“,  – აცხადებს „დანკინ დონატსის“  გენერალური დირექტორი  კოსნტანტინ კარსილიდისი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია” „ვისოლ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან, სხვადასხვა სფეროში უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g