თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა.
ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
„ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დღეს თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა.
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქალაქის მერ კახა კალაძეს და თბილისის მუნიციპალიტეტს მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.