LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ანძა ვარდისფრად გაანათეს, რაც “ვარდისფერ ოქტომბერს” უკავშირდება

1052
უკერეუ

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა. აღნიშნული ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს “ვარდისფერ ოქტომბერს” უკავშირდება.

ამ თვეში მსოფლიოში დაგეგმილი ღონისძიებები ვარდისფერი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც ხაზს უსვამს ამ კონკრეტული თემისადმი თანადგომას.

ყოველი წლის ოქტომბერი ამ პრობლემასთან ბრძოლის თვეა. 2011 წლიდან ამ დღეს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის საქართველო.

ოქტომბრის თვე , ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა და “ვარდისფერ ოქტომბრად” იწოდება. ამ თვეში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა, რომლიც ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

თბილისის ანძის განათება, სიმბოლურად, კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმს, უკავშირდება, რომელიც 12 ოქტომბერს, თბილისში  ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის ორგანიზებით იმართება.

თბილისის სატელევიზიო ანძა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით განათდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგის ჩატარება მაშინ, როცა ადამიანი არაფერს უჩივის” 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g