LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბიბლიოთეკები პატარებს ანიმაციური პერსონაჟების სახელოსნოებში ელის

468
ბიბლიოთეკების გაერთიანება

6 და 7 ივლისს, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების გლდანისა და დიღმის ფილიალებში ანიმაციური პერსონაჟებისა და ხტუნია ღია ბარათების ერთდღიანი სახელოსნოები გაიხსნება.

პროექტი ხორციელდება ილუსტრატორ ანა ჩუბინიძის „ჯიბის სტუდიასთან“ პარტნიორობით, რომელთანაც ბიბლიოთეკების გაერთიანება ხშირად თანაშრომლობს და პატარებისთვის არაერთი დაუვიწყარი დღე უჩუქებიათ.

ანიმაციური პერსონაჟის სახელოსნოში ბავშვები ჯერ საკუთარი ფანტაზიით შექმნიან მოძრავ პერსონაჟებს, შემდეგ კი მათ კამერის ქვეშ აამოძრავებენ და მოკლე ანიმაციურ ფილმსაც შექმნიან. ხტუნია ღია ბარათების ნაწილში კი ბავშვები ისწავლიან სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას და მართლაც ხტუნია ღია ბარათებსაც დაამზადებენ.

აქტივობის ბოლოს ყველა მონაწილეს ელის პატარა სიურპრიზი!

პროექტი განკუთვნილია ბავშვებისთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 6 წელი.

სახელოსნო გაიხსნება ორ ფილიალში: 6 ივლისს, 12 საათზე – შალვა ნუცუბიძის სახელობის მე-13 ბიბლიოთეკაში (გლდანი, მე-6 მ/რ, მე- 5 კორპ.), ხოლო 7 ივლისს, 12 საათზე – ლადო ასათიანის სახელობის მე-6 ბიბლიოთეკაში (გრიგოლ რობაქიძის გამზ. 1-ლი კვარტალი, მე-3ბ კორპუსი).

ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g