“თბილსერვისის” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ კუთვნილი მეცამეტე ხელფასიც არასრულად ჩაერიცხათ.
“ჩვენ ვითხოვთ ხელფასების მომატებას, რადგან ყველაფერი გაძვირებულია. ასევე ვითხოვთ ჩვენ კუთვნილ მეცამეტე ხელფასს, რომელსაც არასრულად გვირიცხავენ. ჩვენი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამდე ვიქნებით გაფიცულები”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.