LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის დიპლომატიურ უბანში სახლი 9 მილიონამდე ლარად იყიდება (ფოტოები)

544
4-a8a627de-ba5d-4ef2-b5af-066789aecdf0

თბილისის დიპლომატიურ უბანში კერძო სახლი იყიდება, რომელიც 8 601 300 ლარი ღირს. სახლის ფართობი 650 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი – 2000 კვ.მ.

ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ გაზეთის „სიტყვა და საქმე“ ოფიციალურ ვებგვერდზე დევს. განცხადების მიხედვით, სახლი სრულად გარემონტებულია და ის ავეჯითა და ტექნიკით იყიდება.

„ახალაშენებული კერძო სახლი მდებარეობს თბილისის დიპლომატიურ უბანში დიღომი 7-ში, იდეალური აქტივი.  650 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოიცავს: 5 საძინებელს, კაბინეტს , 5 სველ წერტლს , 2 მასტერბედრუმს , დიდ მისაღებ ოთახს, სამზარეულო- სასადილოს, სატრენაჟორო , მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს, მარანს… სახლს გააჩნია 2000 კვ.მ ეზო, გამწვანებული, საბავშვო გასართობი სივრცეებით, ავტოფარეხი 5 ავტომიბილზე, შიდა და გარე პერიმეტრი აყვანილია დაცვაზე, იდეალურად გარემონტებულია, სრული ავეჯით და ტექნიკით, ეზოში საცურაო აუზით, მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის !!! 3000000 აშშ დოლარი“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები