LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ყაზახებისთვის დაბრუნებაზე 9-10 ივნისს იმსჯელებენ

48

9-10 ივნისს ყაზახეთში ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” საკითხზე შეხვედრას გამართავს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახურ კომპანიაში მენეჯმენტის დაბრუნების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, ქართულმა მხარემ საკუთარი წინადადებები ყაზახურ მხარეს უკვე გააცნო და ახლა მოლოდინის რეჟიმშია.

”9 და 10 ივნისს ყაზახეთში ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდება, სადაც მე პირადად მაქვს მოთხოვნილი ”ყაზტრანსგაზის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. ვნახოთ, რა შედეგებით დავბრუნდებით. ჩვენ ვიცით, რა გვინდა ამ კომპანიისგან და ახლა გვსურს, მეორე მხარესაც შევუთანხმდეთ. ამოცანა არის მარტივი – თბილისის მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი მომსახურება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g