LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გენგეგმაში ხარვეზები გასწორებულია და საკრებულოს დღეს გადაეგზავნება – კახა კალაძე

77
tbilisisgengegma

მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზები გასწორებულია და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის შეფასებით, დოკუმენტის მიღებით შესაძლებელი იქნება თბილისის სწორი განვითარება და ქაოტური მშენებლობის პრობლემის აცილება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება. რამდენიმე ხნის წინ გადმოგზავნილი იქნა საკრებულოს მიერ ისევ მერიაში ეს დოკუმენტი, რათა მათი ხარვეზები და შენიშვნები ყოფილიყო გათვალისწინებული. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი არის გამოსწორებული. შენიშვნები, რომელიც იყო წამოსული, მიღებული და გასწორებულია და დღეს უკვე დოკუმენტს გადავგზავნით საკრებულოში, რათა გენერალური გეგმა იქნას მიღებული. ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო სრულყოფილი და რაც მთავარია, ყოფილიყო შესრულებადი.

ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია „სითი ინსტიტუტთან“ ერთად, ჩვენ სამუშაოებში ჩავრთეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ძალიან დაგვეხმარა ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, ექსპერტები და ა.შ. ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ მივიღეთ დოკუმენტი, რომლის მიღებითაც შესაძლებელი იქნება თბილისის გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რომ თავიდანვე იქნას აცილებული ის სერიოზული პრობლემა, ქაოტური მშენებლობა, რომელიც თბილისში გვაქვს. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილებები ისევ წაადგება დედაქალაქს და მის სწორ განვითარებას,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები